- იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის ინიციატივითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მერიის საკონფერენციო დარბაზში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია – “გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე!“ – გაიმართა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისინფორმაციით, მოზარდების სიცოცხლის გადასარჩენად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, რამაზ კუპრეიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერიის, მერიას დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლებმა, სისხლი დღესაც უანგაროდ გაიღეს.
“საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ერთადერთია, სადაც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობენ. დონაციის მსგავს კამპანიაში მონაწილეობის მზადყოფნის სურვილს კი – სენაკის მუნიციპალიტეტის მერია მუდმივად გამოთქვამს.”-აღნიშნულია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.