- სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ღვაწლმოსილ სენაკელ ქალბატონს, დამსახურებულ ექიმ-პედიატრს, დარეჯან სორდია-თოლორდავას – ხანგრძლივი, ნაყოფიერი პროფესიული მოღვაწეობის, მედიცინის სფეროსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის, სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა, საპატიო მოქალაქის სიგელი დარეჯან თოლორდავას ვაჟს, ანსამბლ ,”შვიდკაცას” წევრს, ლევან თოლორდავას გადასცა.