თავდაცვის სამინისტროსა და სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  • სამხედრო მოსამსახურეების დაფასებისა და მათზე ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, ვეფხვია ვეფხვაძემ მოაწერეს.

დღეიდან, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებსა და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლებს, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრი, სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალური პროფესიული თეატრი, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, ფრიდონ სულაბერიძის ცეკვის აკადემია და საჭიდაო კლუბი „გორდა“, მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებენ.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს