- კორონავირუსით გარდაიცვალა სენაკის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 55 წლის მამაკაცი, რომელიც მკურნალობის კურსს რუხის საავადმყოფოში გადიოდა.
ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 547 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 131 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 298 807-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალა 18 პაციენტი.