- სენაკში, კოტიანეთის ადმინისტრაციული ერთეულის საჯარო სკოლის გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულებამ 36 777 ლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, სენაკის თითქმის ყველა სკოლას ჩაუტარდა ნაწილობრივი რეაბილიტაცია.
თეკლათის საჯარო სკოლაში სრულად გამოიცვალა ელექტროგაყვანილობის ქსელი. მიმდინარეობს ნოსირის საჯაროს სკოლის სრული რეაბილიტაციის პროცესი. უახლოეს პერიოდში იგეგმება მესამე საჯარო სკოლის მშენებლობა; ქალაქის პირველი და ძველი სენაკის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია.