კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, სენაკში დასავლეთ საქართველოს ღია პირველობა ჩატარდა

  • საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, სენაკში დასავლეთ საქართველოს ღია პირველობა ჩატარდა.

საქართველოს კუდოს ფედერაცის ინფორმაციით, შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის, წალენჯიხის (2 გუნდი), მარტვილის (2 გუნდი), ზუგდიდის (2 გუნდი), ტყიბულისა და სენაკის კუდოს კლუბების იმ სპორტსმენებმა, რომლებმაც კუდოზე ვარჯიში რამდენიმე თვის წინ დაიწყეს.

შეჯიბრი სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში გაიმართა.

გამარჯვებულებსა და პრიზიორებს შესაბამისი მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ.