- საქართველოს მთავრობა მეთხილე ფერმერების მხარდამჭერ ახალ პროგრამას იწყებს. დეტალურად, თხილის ახალი პროგრამის შესახებ, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ, ხობში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის შესაბამისი სამსახურებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 -3 ჰექტრამდე თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, მიიღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას.
სამი ჰექტარი ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები მიიღებენ შეღავათებს და შეძლებენ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით – საბრუნავი საშუალებებისთვის. სახელმწიფო სესხის 8%-ს დააფინანსებს.