- სენაკის მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღის სასკოლო ასაკის 372-მა აღსაზრდელმა, მერიისა და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებისგან, სიმბოლური საჩუქრები მიიღო.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა, ვახტანგ გადელიამ, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან, ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად, სკოლამდელი აღზრდის სექტორის ყველა თანამშრომელს, გაწეული დაუღალავი შრომისა და ნაყოფიერი სააღმზრდელო წლისთვის, მადლობა გადაუხადა.
აღსაზრდელებს სამახსოვრო ალბომები და საჩუქრები გადასცა და სასკოლო ცხოვრების ეტაპზე, წარმატებები უსურვა.