- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 4 445 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 508 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 77 პაციენტი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 445 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 704 შემთხვევა, აჭარა – 124, იმერეთი – 868, ქვემო ქართლი – 321, შიდა ქართლი – 431, გურია – 91, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 283, კახეთი – 314, მცხეთა-მთიანეთი – 115, სამცხე-ჯავახეთი – 148, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 46.