- სენაკის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის განვითარების ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ცენტრი, სპეციალური საჭიროებების მქონე მოზარდებს, განახლებულ და კეთილმოწყობილ გარემოში მიიღებს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრი მზადაა, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შესაბამის სტუქტურებთან აქტიური თანამშრომლობით, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი აუტისტური სპექტრის მოზარდებისთვის თანამედროვე სტანდარტების სერვისების მიწოდებას.