- დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის დამატებით დასაფინანსებლად წარსადგენი პროექტები.
სხდომაზე დამტკიცებული პროექტებიდან, სენაკის მუნიციპალიტეტში განხორციელდება:
გოლასკური-ზემო ჭალადიდის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
ქ. სენაკში, სიმონ ჯანაშიას ქუჩაზე არსებული სასაფლაოს შიდა გზის რეაბილიტაცია;
მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საწულეისკიროს გზის რეაბილიტაცია;
ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში – ცენტრალური გზის რეაბილიტაცია;
ქ. სენაკში, აკაკი ელიავას ქუჩის რეაბილიტაცია;
ქ. სენაკში, გივი ღვინჯილიას ქუჩის რეაბილიტაცია;
ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის ლეგოგიეს უბნის გზის რეაბილიტაცია;
ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საჩიქობავოს გზის რეაბილიტაცია;
ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის პატარა შხეფის უბანში გზის რეაბილიტაცია;
უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის ლეგოგინეს უბნის გზის რეაბილიტაცია;
უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის ლეხაბურძანიეს უბნის გზის რეაბილიტაცია;
უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის ლეკორშიეს უბნის გზის რეაბილიტაცია;
უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის ლეკოკაიეს უბნის გზის რეაბილიტაცია;
უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის ლეგაბელიეს უბნის გზის რეაბილიტაცია;
ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხორშის საჯარო სკოლიდან მეურნეობისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია;
მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში – ჭუბაბრიების და მილორავების უბნების გზების რეაბილიტაცია;
ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში, ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულის საკუპრეიშვილოს უბნის გზის რეაბილიტაცია;
გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულის სათურქიოს უბნის გზის რეაბილიტაცია;
ზანის ადმინისტრაციული ერთეულის ეწერის უბნის გზის რეაბილიტაცია;
ზანის ადმინისტრაციული ერთეულის საესებუოს უბნის გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 650 000 ლარი;
ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის ლებაღათურიეს უბანში, სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 700 000 ლარი;
ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის სასოლომონიოს უბნის გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 350 000 ლარი;
ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, გზის რეაბილიტაცია – ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრიდან საგვიჩიოს მიმართულებით, ღირებულებით – 1 200 000 ლარი;
მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბათარიაში, მე-4 ქუჩის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 100 000 ლარი;
ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულის ლედემურიეს უბნის გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 450 000 ლარი;
ფოცხოსა და უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 800 000 ლარი;
ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ციზეთი-ბიას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 2 200 000 ლარი;
გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულის საჩემიოს უბნის გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 250 000 ლარი;
მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის პერტულის უბნის გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 500 000 ლარი;
ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის სასირიოს უბნის გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 320 000 ლარი