სენაკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს

  • მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ პერტულში, მიმდინარეობს ხიდის სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ღირებულება 230 754 ლარს შეადგენს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის ლეგოგინეს უბანში, დაზიანებული მილხიდების აღდგენისა და ხიდ-ბოგირების მოწყობის პროექტი მიმდინარეობს.

სამუშაოების ღირებულება 95 865 ლარს შეადგენს;

ლეგაბელიეს უბანში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული მილხიდის აღდგენის სამუშაოები.

პროექტის ღირებულება 30 610 ლარს შეადგენს.