- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია იწყება.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში:
სენაკის I ზონაში მოეწყობა წყალსადენის ახალი ქსელი, არსებული ლითონის და თუჯის მილები ახლით შეიცვლება;
აშენდება მაგისტრალური მილსადენი;
დამონტაჟდება ინდივიდუალური წყალმზომები;
განხორციელდება ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში არსებული 25-ვე საცხოვრებელი კორპუსის, მშვიდობის ქუჩის N105; ურიდიას N26, N28; სამტრედიის ქუჩის N12 და N16-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანების მასშტაბური პროექტი;
სრულად განახლდება 17 ჭაბურღილი;
პროექტს, ღირებულებით – 51 295 570 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ პირველი და 12-ვე ზონის, მენჯის, ახალსოფლის, ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების: საბესელიოს, საოდიშარიოს, საკილასონიოს, ნოსირის, შუა და მეორე ნოსირის, მიმდებარე სოფლების მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.