- სენაკის X მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ ბულიამ, მასტერკლასი ჩაატარა.
სენაკის მუნიციპალკიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, თამარ ბულიამ, ასევე ისაუბრა მუსიკალური ხელოვნების ნიუანსებსა და საკუთარ პედაგოგიურ გამოცდილებაზე.
უწყების ცნობით, დღეს, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, მასტერკლასს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ბათუმის კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, ირინა ხერჟი ჩაატარებს.
25 მაისს, სენაკის მუსიკალური ფესტივალი, რომელიც უკვე მეათე წელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატრონაჟით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ხელოვნების აკადემიის მხარდაჭერით იმართება, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, საზეიმოდ დაიხურება.