- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სარეაბილისტაციო სამუშოები აქტიურად გრძელდება.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან ერთად, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც ღელე ,,ხაბაზეთის“ და ცენტრალური კოლექტორის რკინა-ბეტონის ჯებირების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებს გაეცნო.
სამუშაოებს, ღირებულებით – 506 000 ლარი, შპს ,,კოლხიდა’’ ახორციელებს.
სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტიქიის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დასრულებულია.