სენაკში დაიწყო გზების მოხრეშვა-მოშანდაკების პროექტები

  • სენაკის მუნიციპალიტეტში დაიწყო გზების მოხრეშვა-მოშანდაკების პროექტები შემდეგ ლოკაციებზე ახალსოფლის და მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ქალაქად – ფიროსმანის, რიონის ქუჩების ბოლო მონაკვეთსა და სიმონ ჯანაშიას მესამე ჩიხის ბოლო დასახლებულ მონაკვეთში.

უწყების ცნობით, უახლოეს პერიოდში ასევე დაიწყება მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები – 12 ადმინისტრაციულ ერთეულში.

ქალაქად – დავით აღმაშენებლის, აკაკი ელიავას, შოთა რუსთაველის ქუჩებზე, ხორავასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე – შუქნიშნების მოწყობის სამუშაოებს;

ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში – საბავშვო ატრაქციონის მონტაჟს.

საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული პროექტის – “მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის” ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 18 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულება 349 665 ლარს შეადგენს.