- საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული პროექტის – “მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის” ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორაციით, შეხვედრებზე, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პრიორიტეტული საკითხები წარმოადგინეს.
კენჭისყრის შედეგად, მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების პროგრამის ფარგლებში – ქალაქად – დავით აღმაშენებლის, აკაკი ელიავას, შოთა რუსთაველის ქუჩებზე, ხორავასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე – შუქნიშნები მოეწყობა;
ფიროსმანის, რიონის ქუჩების ბოლო მონაკვეთსა და სიმონ ჯანაშიას მესამე ჩიხის ბოლო დასახლებულ მონაკვეთში – გზების მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები განხორციელდება.
ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში – საბავშვო ატრაქციონი მოეწყობა;
14 ადმინისტრაციულ ერთეულში – 14 ინფრასტრუქტურული პროექტი – შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები ჩატარდება.
საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული პროექტის – ,,მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის” ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 22 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულება 349 665 ლარს შეადგენს.
ფოტო: სენაკის მუნიციპალიტეტის მერია