- მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული „მუსიკალური საღამოების” ფარგლებში ღონისძიებებს დღეს სენაკმა უმასპინძლა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა გასართობი სივრცე, საბავშვო ატრაქციები, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
საღამო კი სოფო ბედიას, ელენე ფოჩხუას, მარიამ მამისმედიშვილის, ბენდ ,,ნიუტონის” კონცერტით დასრულდა.
შოუს თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.