- “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით დაფინანსებული პროექტების განხორციელება, დასრულების ეტაპზეა.”
ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, 68 000 ლარის ფარგლებში, შემდეგი პროექტები განხორციელდა:
სოფელ ნოსირში – შემოიღობა საძოვარი და მოეწყო გარე განათების სისტემა;
შუა ნოსირში – მოეწყო საბავშვო ბაღის ღობე; ასევე კეთილმოეწყო სოფლის ცენტრის და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიები;
სოფელ საბესელიოში – ცხაურის და რკინიგზის გასწვრივ, რეაბილიტირდა ღობე;
სოფელ საკილასონიოში – მოწესრიგდა სანიაღვრე არხი და შემოიღობა საძოვარი;
სოფელ საოდიშარიოში – მოეწყო ცხაური და ამოიწმინდა სანიაღვრე არხი.
მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში – ღირებულებით – 16 000 ლარი – მოეწყო გარე განათების სისტემა;
გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში – ღირებულებით, 16 000 ლარი შესრულდა შემდეგი სამუშაოები:
მოწესრიგდა სანიაღვრე არხი;
მოეწყო სასაფლაოს ღობე.
სამივე ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულებულ სამუშაოებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.