- საქართველოს-პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება საახალწლო ღონისძიებები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სენაკში, საახალწლო ღონისძიებები 13 იანვარს, 17:00 საათზე ცენტრალური ბიბლიოთეკის წინ მდებარე მოედანზე გაიმართება.
• 17:00-21:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი
• 17:00 – 21:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა, თამაშები, სახის მოხატვა, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები
• 17:00- 20:00 – ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან
• 18:00-19:00 – ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი
• 20:00 – 20:30 – სალომე ბაკურაძე , ნოდიკო ტატიშვილი
• 21:00 – 22:00 – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი
• 22:00 – 23:00 – ანა ჟორდანია
• 23:00 -00:30 – ოთო ნემსაძე ბენდთან ერთად
• 00:00 – მრავალჟამიერი და საზეიმო ფოიერვერკი