- სენაკის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი განახლებული, კეთილმოწყობილი გზა შეემატა – ბორნისკენ მისასვლელი გზა, რომელიც, ასევე, ერთმანეთთან ორ ადმინისტრაციულ ერთეულს – ზემო ჭალადიდსა და ქვალონს დააკავშირებს. ინფორმაციას ამის შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამ კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო.
წლების მანძილზე, გზის სავალ ნაწილზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემას უქმნიდა.
მასშტაბური პროექტის ღირებულებამ 1 075 741 ლარი შეადგინა.
ამ პროექტის განხორციელება სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც შესრულდა.