- საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით, 27 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, სენაკში, სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა გაიმართება.
27 მარტს, 14:00 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში, სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა, საზეიმოდ გაიხსნება.
28 მარტი, 13:00 საათი – სპექტაკლი ,,წუნა და წრუწუნა“ – პირველი საჯარო სკოლის ნორჩ თეატრალთა დასი;
19:00 საათი – ,,ჩხიკვთა ქორწილი“ – წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის თეატრალთა დასი;
29 მარტი, 13:00 საათი – ,,სალამურას თავგადასავალი“ – გეჯეთის საჯარო სკოლის თეატრალური დასი;
18:00 საათი – “ბუნების მგოსნები“ – მეშვიდე საჯარო სკოლის ნორჩ თეატრალთა დასი;
30 მარტი, 13:00 საათი – ,,სათაგური“ – ახალსოფლის საჯარო სკოლის თეატრალთა დასი;
18:00 საათი – ,,ბოშები“ – პირველი საჯარო სკოლის თეატრალთა დასი;
31 მარტი, 13:00 საათი – ,,მოყვარეს პირში უძრახე…“ – თეკლათის საჯარო სკოლის თეატრალთა დასი;
18:00 საათი – ,,სტუმარ-მასპინძელი“ – პირველი საჯარო სკოლის თეატრალთა დასი;
1 აპრილი, 13:00 საათი – ,,სისატურა“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თეატრალური დასი;
15:00 საათი – ,,გემი მალე მიადგება ნაპირს…“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თეატრალური დასი;
19:00 საათი – ,,მე ვხედავ მზეს“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ამაღლების საჯარო სკოლის თეატრალთა დასი;
2 აპრილი, 13:00 საათი – ,,ნატვრის ხე“ – პირველი საჯარო სკოლის თეატრალთა დასი;
18:00 საათი – ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თეატრალური დასი;
2 აპრილი – ახალგაზრდა თეატრალთა დაჯილდოვების ცერემონიალი, სასკოლო თეატრალური ოლიმპიადის საზეიმო დახურვა.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს