- სენაკის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 62 პროექტი განხორციელდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულისთვის 32 000 ლარი გამოიყო.
ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ისულაში, საჟვანიოს უბანსა და სოფლის ცენტრში მოეწყო გარე განათების სისტემა, სოფელ ახალსოფლის ცენტრში – ატრაქციონი, საგადელიოს უბანში რეაბილიტირდა ხიდ-ბოგირი.
უწყების ცნობით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ერთ-ერთ მთავარი საშუალებაა. გადაწყვეტილებას კი, კონკრეტულად რომელი პრობლემაა მოსაგვარებელი, თავად მოსახლეობა იღებს.