- შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში მორიგი სწავლება ჩატარდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
პროგრამა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), ასევე, საქართველოს, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.
სწავლების მთავარ მიზანი იყო სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისა და მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმის მომზადება.
პროექტის მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია გაეცნო.
სწავლებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა.