- პირველად კავკასიის რეგიონში, მედიცინის ყველა დარგი და მიმართულება ერთ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, რომელიც ორიენტირებულია პაციენტის ჯანმრთელ მომავალზე.
“ქართულ თურქული კლინიკა “ოკსიჯენი” ეს არის კლინიკა, ნებისმიერი სოციალური ფენისთვის, ვისაც ჩვენი გუნდის გვერდში დგომა ესაჭიროება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულ ტურიზმის ჰაბია რეგიონში. კლინიკის პრინციპია, უზრუნველყოს საერთაშორისო დონის ჯანდაცვა ყველასათვის. კლინიკის ინფრასტრუქტურა ყველაზე მკაცრ ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა, საკუთარი სასტუმრო, კაფეტერია და ბევრი სხვა სერვისი, რომელიც პაციენტისთვის სრულყოფილი და ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვისაა გათვლილი.
კლინიკა „ოკსიჯენი“ მედიცინის ყველა დარგს და მიმართულებას მოიცავს, ამიტომაც მისი ტექნიკური აღჭურვა უპრეცენტო მაშტაბისაა. ჩვენი მიზანია, რომ პაციენტმა ერთ ჰოსპიტალში ყველანაირი სერვისი მიიღოს, ეს მიზანი კი განაპირობებს სამედიცინო აპარატურის მრავალფეროვნებას ვივამედში. ის აღჭურვილია ბოლო თაობის უახლესი ტექნიკით, რის საფუძველზე პაციენტი იღებს სრულფასოვან სერვისს. ამ ყველაფერს ამყარებს საუკეთესოდ მომზადებული ევროპელი და ქართველი პროფესიონალების გუნდი, ვის ხელშიც უახლესი სამედიცინო აპარატურა კიდევ უფრო ეფექტიანია.
კლინიკაში პაციენტისთვის გათვალისწინებულია შემდეგი სამედიცინო სერვისები: ლაბორატორიული და რადიოლოგიური დიაგნოსტიკის სრული სპექტრი, ამბულატორიული, გადაუდებელი დახმარება (Emergency), სარეანიმაციო და საოპერაციო/კლინიკა „ოკსიჯენი“ დახმარებას გაუწევს სრული პროფილით როგორც მოზრდილებს, ისე მოზარდებს.
როგორც კლინიკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მათი მიზანია თურქული სტანდარტებით უმკურნალონ ადგილზე ქართველ პაციენტებს, შეამცირონ იმ პაციენტების ნაკადი, რომლებიც მიდიან სამკურნალოდ თურქეთში, გაუწიონ მათ ანალოგიური ხარისხის სამედიცინო მომსახურება სენაკში, შეღავათიან ფასად ქართველ და თურქ ექიმებთან ერთად. ამასთან, ადმინისტრაციის ცნობით, კლინიკის მიზანია, მოემსახუროს აზერბაიჯანის და სომხეთის მოსახლეობას.
კლინიკა „ოკსიჯენი“ ახალი სიტყვა ქართულ მედიცინაში.
პროექტი ხორციელდება თურქეთის წამყვანი კლინიკის მიერ. მხარდამჭერი ბატონი ჯემალ ბერიძე.
კლინიკა „ოკსიჯენის“ დამფუძნებელი გოჩა მოსია.
პროექტის ავტორი საერთაშორისო განათლების კულტურის ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ლია ბუკია.