ძლიერმა ქარმა სენაკში პრობლემები შექმნა

  • ძლიერმა ქარმა დააზიანა სენაკის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსების სახურავები, წაქცეულია ხეები.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისაგან იწმინდება ჩახერგილი გზები.

“ყველა შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება მყისიერი რეაგირება.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, 24 საათიან რეჟიმში, ჩართულები არიან ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის“, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“, სამაშველო სამსახურის და მერიის სამსახურების ჯგუფები.

ძლიერი ქარის გამო გამოწვეული სხვადასხვა სახის საფრთხის ან დაზიანების შემთხვევაში დარეკეთ სენაკის მერიის ცხელ ხაზზე: 599 85 04 19, 599 87 50 30 ან დროის ნებისმიერ მონაკვეთში დაუკავშირდით მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავოთ ღია სივრცეში გადაადგილებისგან.

მადლობა ყველა შესაბამისი უწყების თანამშრომელს, ვინც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.”-ნათქვამია ინფორმაციაში.