- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კოკისპირული წვიმის შედეგად, ამჯერად, ქალაქში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების ნაწილი, ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები.
ანალოგიური მდგომარეობაა რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულშიც.
სტიქიის პირველივე წუთებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან.
უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია.
მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე.
მობილიზებულია ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობას გაუწევენ დახმარებას სტიქიასთან ბრძოლაში.
მუშაობს მძიმე ტექნიკა, პარალელურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესი.
მუნიციპალიტეტისთვის სტიქიით მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის.
შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს, ძლიერმა წვიმამ პრობლემები ასევე შექმნა ადმინისტრაციულ ერთეულებში.