- 24 თებერვალს, 14 საათზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ა(ა)იპ „თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრი“ წარმოადგენს პროექტს – “ქართული კულტურა საბჭოთა ოკუპაციის პირისპირ”.
პროექტის ფარგლებში გაიმართება რეჟისორ გვანცა მეფარიშვილის დოკუმენტური ფილმის – “სანდრო ახმეტელი 135” ჩვენება.მხატვარ გია გუგუშვილის ნამუშევრების გამოფენა: „ქართული კულტურა საბჭოთა ოკუპაციის პირისპირ… “
თემებზე – ,,საბჭოთა ოკუპაცია და ქართული კულტურა”, “რეპრესიებს შეწირული ქართველი მხატვრები” – ისაუბრებენ თეატრმცოდნე, ნიკოლოზ წულუკიძე და მხატვარი, გია გუგუშვილი.