- “ახალი წლის დღეების” ფარგლებში, ამ წუთებში, სენაკში ღონისძიება მიმდინარეობს.
ცენტრალურ მოედანზე მოწყობილია სხვადასხვა დეკორაციები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 18 საათიდან საღამო კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. სენაკში დღეს ელენე ფოჩხუას, სოფო ბედიას, ბორის ბედიას, თემურ თათარაშვილის, გიორგი კელაპტრიშვილის, ტატო გოდერძიშვოლის, ნინუცა ბედიაშვილის, მაგდა ნიკოლეიშვილის, გიორგი ელისბარაშვილის, ცირა კობიაშვილის, ლიკა დოლიძის, ნათია პერანიძეს, ანსამბლი დიდიგორის, კვარტეტ თბილისურის და ირაკლი კვანჭიანის ბენდის კონცერტი გაიმართება.
ახალი წლის დღეები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს უკვე მეოთხედ იმართება.