დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახების მიწის ნაკვეთებზე სასათბურე მეურნეობები მოეწყობა

  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 51 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა.

“სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის მიზანს დევნილებისა და ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს. სააგენტო ხელს უწყობს სოფლად განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარი საქმიანობა წამოიწყონ ან გააფართოონ. 

სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 100-ზე მეტი სათბური უკვე მოეწყო.”-აღნშნულია ინფორმაციაში.

სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებულთა სია იხილეთ აქ.