დევნილ მოსახლეობას, უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდა

  • სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ინგა ქარდავას ინიციატივითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დღეს, სათემო განათლების ცენტრში, ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადეიშვილის კლინიკის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამთა აფხაძემ და უმცროსმა ექიმმა, ამირან ოქროჭელიძემ, დევნილთა კომპაქტური დასახლების ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, სრული ოფთალმოლოგიური – აპარატურული და ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარეს.

სამედიცინო აქციის ფარგლებში, პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ჩაუტარდათ ლაბორატორიული და ულტრასონოსკოპიური გამოკვლევები, ვიზომეტრია, რეფრექტომეტრია, ტონომეტრია, მხედველობის სიმახვილის დადგენა, თვალის ფსკერის დიაგნოსტიკა, გლაუკომისა და დიაბეტური რეტინოპათიის სკრინინგი.

“დღის მანძილზე, სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულლს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, სამედიცინო აქციის ორგანიზატორი, ინგა ქარდავა, სოციალურ საკითხთა კომისიის წევრები – მარინე ნანეიშვილი, დინარა ხარბედია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურეობის განყოფილების უფროსი, დემურ ბაღათურია, სენაკის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, ნონა ქადარია გაეცნენ.

უფასო სამედიცინო აქციით 50-მა დევნილმა მოქალაქემ ისარგებლა.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.