“ეგრისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით, ნოქალაქევის მიმართულებით, მოქალაქეებს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს:

“12 ნოემბერს, 13:00 საათიდან, “ეგრისობის” სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, ნოქალაქევის მიმართულებით, ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს, მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.

ტრანსპორტი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე, ნოქალაქევამდე, სამხატვრო გალერეის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაიყვანს.”-ნათქვამია განცხადებაში.