- ნოქალაქევში, ისტორიული ციხე-გოჯის ტერიტორიაზე სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, „ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართა. ციხე-ქალაქმა, ყველა თაობის სტუმარს, მრავალფეროვანი ღონისძიებებით უმასპინძლა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონსიძიების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ 2024 წლის საპატიო სენაკელები. სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება, ქალაქისა და ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ხანგრძლივი და წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 13 ადამიანს მიენიჭა:
დეკანოზ იოანე კუპრეიშვილს – წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძრის კეთილმოწესეს;
გრიგოლ ბესელიას – შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, პოლიციის პოლკოვნიკს;
მარინე აბრამიას – კულტურის სფეროს დამსახურებულ მუშაკს;
ნუგზარ ჯოჯუას – დამსახურებულ ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ღირსების ორდენის კავალერს;
თინაზი დარასელიას – სკოლამდელი აღზრდის სფეროს დამსახურებულ მუშაკს;
ომარ ძაძამიას – დამსახურებულ ექიმ-ნერვოლოგს;
ირაკლი გოგინავას – ორთოპედ-ტრავმატოლოგს, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის მენჯის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელს;
ეკა გაბუნიას – სხვადასხვა წლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის რაიონული გამგეობის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, სოციალური დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, სენაკის გამგებლის მოადგილეს;
იოსებ მიხელაშვილს – საქართველოს წარმომადგენელს ისრაელში, კოლორიტ სენაკელ ებრაელს;
არმან თოდუას – ქალაქის კოლორიტს;
ნატო გრიგოლიას – დამსახურებულ ექიმ-პედიატრს.
ნინო გეგენავას – დამსახურებულ ექიმ-რადიოლოგს;
ვახტანგ ნიკოლავას – აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძვანელს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების მაგისტრს, მრავალი საკულტო სპექტაკლის რეჟისორსა და მსახიობს.
სახალხო დღესასწაული გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.