- ეკის ადმინისტრაციული ერთეულის საჯოლიოს უბანში დაზიანებულ ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საჯოლიოს უბნის ხიდის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით – 39 817 ლარი, შპს ,,მენათმა’’ შეასრულა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება.