ზემო ფოცხო-ალერტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

  • სენაკის მუნიციპალიტეტის ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთულში, მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს – ზემო ფოცხო-ალერტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 4 347 კმ-ზე დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყობა ხიდ-ბოგირები და სანიაღვრე სისტემა.

ზემო ფოცხო-ალერტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, ღირებულებით – 2 236 994 ლარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია ადგილზე გაეცნენ.