ზემო ჭალადიდში, რიონზე გადასასვლელი ამორტიზირებული ბორანი ახლით შეიცვალა

  • ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე რიონზე გადასასვლელი ამორტიზირებული ბორანი ახლით შეიცვალა.

ბორანი ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც სოფელი ჭალადიდი სირიაჩქონს უკავშირდება.▫️

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, მასშტაბური პროექტები განხორციელდა: ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, ბორნისკენ მისასვლელ, სამ კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყო გარე განათების თანამედროვე სისტემა, ტურისტული სივრცის მოწყობის კუთხით – საპიკნიკე და საკემპინგე ლოკაციები.

▫️