- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სენაკში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 277-281, 5 კმ-იან მონაკვეთზე, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას, ხიდბოგირების, საფეხმავლო ბილიკების, ეზოების შესასვლელებისა და გაბიონების მოწყობას.
მიმდინარე სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნო.
მასშტაბური პროექტის ღირებულება 4 950 423 ლარს შეადგენს.