- საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საქართველოს მელიორაციის დასავლეთ საქართველოს რეგიონალური სამსახურის უფროსთან ერთად, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის გოლასკურის უბანში მიმდინარე დაშრობით და სამელიორაციო სამუშაოებს გაეცნენ.
გოლასკურის უბანში, მასშტაბური სამელიორაციო პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს 3, 5 კმ კოლექტორული არხის ამოწმენდის პროცესი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულებსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს მოემსახურება. ასევე, ზემო ჭალადიდში განხორციელდა 13 კმ-იანი სამელიორაციო არხის ამოწმენდითი სამუშაოები, რომელიც 165 ჰა ფართობს მოემსახურება. სამუშაოები შპს ,,საქართველოს მელიორაციის’’ დაფინანსებით ხორციელდება.