“იცხოვრე, ვიდრე ცოცხალი ხარ…”

  • საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, დღეს, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, სპექტაკლი – “იცხოვრე, ვიდრე ცოცხალი ხარ…” წარადგინა.

სევდიან კომედიაში მონაწილეობენ რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობები: მარინა კახიანი, სოსო აბრამიშვილი, ლევან ბერიკაშვილი, მანანა გამცემლიძე, თენგიზ გიორგაძე, ნინო თარხან-მოურავი, ბაჩი ლეჟავა, მარიტა მესხორაძე, დარეჯან ხარშილაძე, მაია ხორნაული, ზურაბ შარია.