- ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კვაუთში, 2 602 გრძ.მ-ზე, საავტომობილო გზის ასფალტირების პირველი ეტაპი დასრულებულია.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულება 1 288 949 ლარს შეადგენს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.
აღნიშნულ ლოკაციაზე, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ათეული წლების შემდეგ, პირველად, განხორციელდა.