- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მერიის სხდომათა დარბაზში, მალარიის ელიმინაციის სერთიფიცირების პროცესის ფარგლებში, ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგს უძღვებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგებლები.
ტრენინგში მონაწილეობა სენაკის, აბაშის, ხობისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებმა მიიღეს.