- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ JCB-ის მარკის მრავალფუნქციური ტრაქტორი შეიძინა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ექსკავატორ-დამტვირთველი, ღირებულებით – 259 246 ლარი, სარგებლობაში სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრს გადაეცა.
“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები” ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ”, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, 3 ნაგავმზიდი და პიკაპის მარკის 3 სატვირთო მანქანა, 350 კონტეინერი, ასევე, სხვადასხვა ზომის 100 კონტეინერი, ქუჩის (მცირე ზომის) 249 ურნა და უნიფორმები გადასცა.