- ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, შიდა საუბნო გზის 300 მეტრ მონაკვეთზე ცემენტობეტონის საფარი მოეწყო. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ეს ადგილი – სასაფლაომდე მისასვლელი გზა – პრობლემური და გადასაადგილებლად რთული მონაკვეთი გახლდათ. მოსახლეობა ითხოვდა პრობლემის მოგვარებას და შესაბამისად შედეგიც სახეზეა.
დასრულებული სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად, გაეცნო.