- დღეს, პროექტის – “ხელოვნების საკვირაო სკოლა” ფარგლებში, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლაში, სახვითი (სივრცითი) და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით, შეხვედრა “მომავლის არქიტექტორები 2023” გაიმართა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოეწყო პროექტში ჩართული სენაკელი ახალგაზრდების ნამუშევრების გამოფენა. წარმოდგენილ იქნა ნახაზები, ნახაზების აპლიკაციები, შეუღლების ამოცანები, ნახატები – შავ-თეთრ გრაფიკაში და არქიტექტურული მაკეტები.
პროექტს, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრში, ხელოვნების პედაგოგი, მამუკა კუჭავა ხელმძღვანელობს.
შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახლაგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, დარეჯან ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადეობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტი, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება, მიზნად ისახავს სახელოვნებო განათლებისა და ხელოვნების დარგების პოპულარიზაციას, ნიჭიერი თაობის გამოვლენასა და მხარდაჭერას.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.