- სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ნაფეტვარიძის ქუჩაზე, ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის, სახურავის და ეზოების კეთილმოწყობის პროექტს ახორციელებს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება საცხოვრებელი კორპუსების სახურავები, აივნები, შიდა კიბეები, ასევე სრულად გამოიცვლება კარ-ფანჯარა, კეთილმოეწყობა საცხოვრებელი კორპუსების ფასადები და ეზოები.
მიმდინარე სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან ერთად გაეცნო.