ნოსირის ამბულატორიაში, უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩატარდება

  • 17 აგვისტოს, 10:00 საათიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ნოსირისა და მეორე ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას, ნოსირის ამბულატორიაში, უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდება.

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა პროფილის ექიმები.

პროექტის ფარგლებში, 18 აგვისტოს, 10:00 საათიდან, უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური კვლევები, გეჯეთის ამბულატორიაში, გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას ჩაუტარდება.

სამედიცინო აქცია პერმანენტულ ხასიათს ატარებს და სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.