- სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლაში, მხატვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა სასწავლო აქტივობა თემაზე – “პალიტრა ხილით“.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება, იტალიელი მხატვრის, ჯუზეპე არჩიმბოლდის შემოქმედებას მიეძღვნა.
აქტივობის ფარგლებში, გამოიფინა სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.