- საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სენაკში ღონისძიებები გაიმართება. სენაკის მერია ღონისძიებებს 11:30 დან დაიწყებს.
11:30 საათი – თემატური ღონისძიება – ,,ჟიული შარტავა 80″, ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა – ჟიული შარტავას მუზეუმი.
13:30 საათი – ჟიული შარტავას და აფხაზეთში გმირულად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი – იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარი.
15:00 საათი – საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტის შემკობა; მხატვრული კომპოზიცია – ეროვნული გმირის სახელობის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით.
16:30 საათი – სპექტაკლი: ,,დაბადების დღე” – ქალაქ რუსთავის სახელმწიფო აკადემიური თეატრალური დასის მონაწილეობით – აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი. სპექტაკლი ჟიული შარტავას ცხოვრებას ასახავს.