- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით, მენჯის და თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელ (რეკა-ბათარია) გზაზე, წლების შემდეგ, პირველად მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა.
უწყების ცნობით, პროექტის ღირებულებამ 541 652 ლარი შეადგინა.
“შესრულებულ სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან ერთად გაეცნო.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით:
2022 წელს – 20 კილომეტრი ახალი გზა დაიგო;
2023 წელს – 35 კილომეტრი;
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს 17 კილომეტრი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
2024 წელს დაგეგმილია 50 კილომეტრი გზის მშენებლობა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.