“რეპორტაჟი – შექსპირის ეპოქიდან…”

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს მხარდაჭერითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ელისო შურღაიას ორგანიზებით, მორიგი წარმატებული პროექტი – ,,რეპორტაჟი – შექსპირის ეპოქიდან…”, შედგა.

ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის, უილიამ შექსპირის შემოქმედებას მიეძღვნა საღამო და ვიდეო-კონტენტების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა 21-მა საჯარო სკოლამ მიიღო.

ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის პირველი ადგილი წილად ხვდა ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლას;

მეორე ადგილზე – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ძველი სენაკის საჯარო სკოლა გავიდა;

მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ: სენაკის მე-7 და კოტიანეთის საჯარო სკოლები.

ჟიურის რჩეულის ტიტული წილად ხვდათ მენჯისა და ზანის საჯარო სკოლებს.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.